პოლიტიკა

ეს შეთანხმება ქვეყნის განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია - პრემიერის საგანგებო განცხადება

09.03.20 12:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გახარია წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის"- წერია გიორგი გახარიას განცხადებაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები