პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

09.03.20 14:00


საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებულ სამუშაოებთან და კორონავირუსის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და ასოციაცია "მერკურის" ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს. დღესვე პრეზიდენტი ზუგდიდში ემიგრანტთა პარკს, ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლის რესტავრირებულ კორპუსს დაათვალიერებს, სიჭინავების ოჯახს ეწვევა, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია ქართული ტრადიციული მედიცინის მეთოდების გამოყენებით დამწვრობის მალამოს ამზადებს.

10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სენაკში სამხედრო ბაზაზე, გენშტაბის და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, II ქვეით ბრიგადის სწავლებას დაესწრება.

სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტი სოფელ გოლასკურში მცირე მეწარმეებს შეხვდება და თაფლის წარმოების პროცესს გაეცნობა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები