პოლიტიკა

"მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა" - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება

10.03.20 10:15


საქართველოს ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გენადი არველაძე აცახდებს, რომ საქართველოში კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არც ერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან.

ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი.

მას შემდეგ, რაც ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებ.

ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონავირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს მინისტრის მოადგილე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები