პოლიტიკა

"საარჩევნო საკითხზე შეთანხმებამ გზა გაუხსნა პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციას მოახლოვებულ არჩევნებზე" - ევროსაბჭო

10.03.20 10:30


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას ევროსაბჭო ეხმაურება. ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა გაავრცელა.

წერილში არნიშნულია, რომ შეთანხმების მიღწევამ დაასრულა ის გაურკვევლობა, რომელიც ბოლო თვეებია გრძელდებოდა. მოახლოვებულ არჩევნებზე.

"ამან დაასრულა ის გაურკვევლობა, რომელიც ბოლო თვეებია გრძელდებოდა შეთანხმებამ გზა გაუხსნა პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციას მოახლოვებულ არჩევნებზე... მოუთმენლად ველით ამ შეთანხმების მიღებას პარლამენტში, ისევე როგორც, ყველა საჭირო ცვლილების შეტანას საარჩევნო კოდექსში. ჩვენ დავალებას ვაძლევთ პოლიტიკურ პარტიებს, მათი ვალდებულებაა, შეინარჩუნონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესი სტანდარტი და დაიცვან სასამართლო და საარჩევნო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან. ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისი დებულებების დაცვას საარჩევნო საკითხებში" - აღნიშნულია განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები