პოლიტიკა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების’ განცხადება 2020 წლის 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების თაობაზე

10.03.20 11:45


ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” 2020 წლის 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვაია, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” მიესალმება კონსენსუსის მიღწევას.

“2020 წლის 8 მარტს საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად მიღწეულ იქნა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება.

კონსენსუსის მიღწევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ ელჩის კელი დეგნანის, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს და აშშ მისიის მოადგილის ელიზაბეტ რუდის წვლილი.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” მიესალმება კონსენსუსის მიღწევას, რომელიც გულისხმობს 2020 წლის არჩევნებისათვის 120 პროპორციულ/30 მაჟორიტარულ მოდელს, 1%-იან ბარიერს პროპორციული მანდატებისათვის, საარჩევნო ოლქების გადანაწილებას +/- 15% სხვაობით და საერთო სულისკვეთებასა და ძალისხმევას, რომ მოხდეს პოლიტიკური გარემოს დეესკალაცია.

ფრაქცია აქვე აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმება ძირითადად პასუხობს მმართველი ძალისა და ოპოზიციური გაერთიანების მიერ მოთხოვნილ პოზიციებს. სამწუხაროა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” მიერ დაყენებული მთავარი მოთხოვნა – საყოველთაო სავალდებულო არჩევნების საკითხი – არ ყოფილა გათვალისწინებული არათუ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში, არამედ ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების პროცესის არც ერთ ეტაპზე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საყოველთაო სავალდებულო არჩევნები იქნებოდა უმნიშვნელოვანესი (1) პოლიტიკური სპექტრის რეალური დეპოლარიზაციისათვის; (2) არჩევნების შედეგებზე ფინანსურად ძლიერი პარტიების დაფინასების გავლენის შესამცირებლად; (3) არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის; (4) საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიის განსამტკიცებლად და (5) პარლამენტსა და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო ფართო პოლიტიკური პლურალიზმისათვის.

მიუხედევად ზემოთაღნიშნულისა, საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსის მისაღწევად, წინასაარჩევნო გარემოს ნორმალიზებისა და საქართველოს გრძელვადიანი პილიტიკური სტაბილურობისათვის, ჩვენ ხელს ვაწერთ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას იმ პირობით, რომ სავალდებულო არჩევნების საკითხი გახდება კონსტიტუციური პროექტის გარშემო დაგეგმილი საჯარო განხილვების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ”, – ნათქვამია განცახდებაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები