პოლიტიკა

'ჩემ მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, შესაბამისად, სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს' - სოფლის მეურნეობის მინისტრი

10.03.20 12:00


სოფლის მეურნეობის მინისტრის ორ მოადგილეს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდგინდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოფლის მეოურნეობი მინისტრმა განაცხადა პრესკონფერენციაზე. მინისტრის თქმით, სამინისტროში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებები ჩატარდება.

„დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, სამინისტრომ გაატარა სადეზინფექციო სამუშაოები, ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის არ დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკი სამინიტროში კორონავირუსის გავრცელების, ამ წყაროთი არ არსებობს,“- განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ასევე, სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო მივლინებები გააუქმა და აღნიშნა რომ ადეკვატურად უნდა მივიღოთ, რადგან ვირუსი შეიძლება შეხვდეს ყველას, მან არ იცის არც პოზიცია არც მდგომარეობა.

"ჩვენ მივყვებით რეკომენდაციებს, რომელიც არის თვითიზოლაცია 2 -3 კვირის განმავლობაში. ის კარგად არის მიუხედავად იმისა, რომ მას ვირუსი აქვს და მე მგონი, მნიშვნელოვანია, გავითავისოთ ისიც, რომ მიუხედავად თანამდებობისა, პოზიციისა, საზოგადოებაში მისი მდგომარეობისა, ვირუსი შეიძლება შეხვდეს ყველა ადამიანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია და რეაგირება ამ გამოწვევებზე", - აღნიშნა მინისტრმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები