პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თუ შეთანხმების რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაიშლება

10.03.20 15:00


"თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, ხელისუფლების მხრიდან, შეთანხმება ჩაიშლება" - ეს განცხადება გააკეთა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

"შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა და რომელიც არის კარგი მთელი ქვეყნისთვის და რა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, უნდა შესრულდეს მთლიანად. ორი დოკუმენტი იმიტომ შეიქმნა და ორი მიმართულება იმიტომ არის, შიგნით კიდევ ჩაშლილია პუნქტებად, რომ ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს. ნაწილობრივ შესრულებული შეთანხმება არ არსებობს, არის მთლიანად შესრულებული, ან არ შესრულებული. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინტერესი აღარ არის ხელისუფლებასთან ამ პინგ-პონგის გაგრძელება. ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურობისკენ წავიდეთ," - ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმითვე, როგორც კი შეთანხმების პირობები შესრულდება, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება.

"ხმის მიცემისას ინიცირებისთვის ან რაიმე სხვა საკვანძო სხვა საკითხისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემას არ შევქმნით, მაგრამ დაბრუნება ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისთვის, რომელიც ევროპული საქართველოსთვის მომგებიანი, პრაგმატულად, ასევე არის ქვეყნისთვის კარგი, მოხდება მაშინ როცა შესრულდება შეთანხმების პირობები," - ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარიმრები უნდა გათავისუფლდნენ და პოლიტიკური მოტივებით დევნა უნდა შეწყდეს.

მმართველი პარტიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები