პოლიტიკა
10.03.20 15:20
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან მისი გადაყენება არ განიხილება.
„ეს შეიძლება ძალიან ბევრს უნდა, ბევრს ერთი სული აქვს. შეიძლება, დედაჩემსა და ჩემს მეუღლესაც, რადგან ყველა ხედავს, რომ 24 საათი ვმუშაობ, სამწუხაროდ, ოჯახთან და შვილებთანაც არ მაქვს ურთიერთობა.
თუ ვინმეს გაუხარდება, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩემი გამოცდილებით წავიდე და ოჯახს მივხედო უფრო მეტად, რისი საშუალებაც მაქვს, ალბათ ავიწყდება წარსული“, – განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე მან განაცხადა: „ალბათ, „ქართულ ოცნებაშიც“ გაუხარდებათ. რატომ გგონიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველას გულზე ვეხატები. „ქართულ ოცნებაში“ არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც სწორად ვერ აფასებს სიტუაციას, ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რომ „ქართული ოცნების“ ემბლემა ატაროს გულზე. ეს ნორმალურია, ყველა პარტიაში ასეა. მე არავის ვგულისხმობ გვარებითა და სახელებით. ამიტომაც სჭირდება „ქართულ ოცნებას“ გადახალისება. როცა ახალი საპარლამენტო სია იქნება, ახალი მაჟორიტარები იქნებიან, ღმერთმა დაიფაროს, რომ იგივე სია იყოს და იგივე მაჟორიტარები. ყველაფერს აქვს დინამიკა. ადამიანები იმით განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ ვიზრდებით, ყალიბდება ჩვენი ინტელექტი, გვეცვლება შეხედულებები რაღაცებზე და შესაბამისად, ალბათ, დღეს ვიღაც ისე არ აფასებს მოვლენებს და მასეც მოხდა, ხომ – „ქართული ოცნება“ დატოვა ზოგმა და გავიდა“, – განაცხადა საგანელიძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიცვალა თუ არა მისი ურთიერთობა პარტიულ ლიდერებთან, იგივე მისი მეგობრის, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის თანამდებობიდან წასვლის მერე.
„სამწუხაროდ, შეიცვალა. მე და გიორგი კვირიკაშვილი ერთ პარლამენტში, ერთ პარტიაში გვერდიგვერდ ვისხედით გარკვეული წლები. როცა კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და მანამდე ეკონომიკის მინისტრი, ძალიან ხშირი ურთიერთობა გვქონდა, როგორც საქმიანი, ასევე ოჯახურიც.
მე ამას ხაზს არ ვუსვამ და არც არასდროს გადავუსვამ, ღმერთმა დამიფაროს და ადამიანურ თვისებებს და ადამიანთა შორის ურთიერთობებს არ ვაყენებ სამსახურებრივი ურთიერთობის პარალელურად. მაგრამ, თავისთავად ცხადია, დღეს აღარ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, თუნდაც იმიტომ, რომ ის სხვა საქმიანობაშია, მე სხვა სფეროში ვარ და საქმიანი ურთიერთობები აღარ გვაქვს, არ ვიკვეთებით“, – განაცხადა საგანელიძემ.
ამასთან, ჟურნალისტებს მან განუცხადა, რომ აქვს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან.
„რატომ არ უნდა მქონდეს? რა მოხდა ისეთი, მაგალითად, რომ კომუნიკაცია არ უნდა მქონდეს პარტიის თავმჯდომარესთან“, – განაცხადა საგანელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას აღარ აპირებს.
„პარლამენტში არ ვიქნები. 16 წელი გავატარე პარლამენტში, მათ შორის 12 წელზე მეტი ოპოზიციაში და თითქმის ოთხი წელი უმრავლესობის ხელმძღვანელად. ეს ისტორიას ჩავაბარე, როგორც მანამდე სამედიცინო აქტივობა და ქირურგიის წლები“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24