პოლიტიკა

როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები ახალი საარჩევნო მოდელით

10.03.20 16:00


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება, რომლებიც ასე გადანაწილდება: თბილისი -7, იმერეთი -4, აჭარა - 3, სამეგრელო -3, კახეთი -3, ქვემო ქართლი- 3, შიდა ქართლი -2, სამცხე-ჯავახეთი 2, გურია -1, მცხეთა - მთიანეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი -1.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გადანაწილდება.

"ვფიქრობთ, თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება სხვა ქალაქებს - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში, შეიძლება მიმდებარე სოფლების დამატება გახდეს საჭირო. ფოთის შემთხვევაში დაემატება 2 მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ასევე იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი- ანუ, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს აიღებს, არ ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები