პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

11.03.20 10:30


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოზიტიურ საერთაშორისო გამოხმაურებას ევროსტრუქტურების მხრიდან, რომელიც პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას მოჰყვა.

ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა მიღწეული შეთანხმება და პარლამენტის თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. არჩილ თალაკვაძემ კარლ ჰარცელს პროცესში მონაწილეობის და მისი წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

მათ შორის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობების უკეთ გამოყენება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები