პოლიტიკა

კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტებს აუქმებს

11.03.20 11:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოეთში ვიზიტებს აუქმებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები