პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება

11.03.20 11:30


„რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საქართველოს აქვს მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელმაც გუშინ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია გამოწვევები მიიღოს და მას შეუძლია დემოკრატიული განვითრების ახალ ეტაპზე გადასვლა და ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ. აქ არავის ერთმანეთისთვის არც არაფერი უჩუქებია, არც დაუთმია. ნურაფერს მივიწერთ ჩვენს თავზე. ეს არჩევნებიც და დემოკრატიაც ეკუთვნის საზოგადოებას, ხალხს და ამიტომ, პოლიტიკოსებმა თუ რაიმე დათმეს, მე ვფიქრობ, დათმეს მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყო კონსულტაციებში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური ლიდერი.

„ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ჩართული იყო კონსულტაციებში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური ლიდერი ჩვენი პარტიის მხრიდან. მაგრამ, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან გუნდის მხრიდან გვქონდა სრული ნდობა და ავტორიზაცია და ის გადაწყვეტილება, რაც აისახა შეთანხმებაში და ხელმოწერილია ყველას მხრიდან, ეს მივიღეთ ჩვენ გუნდის სახელით”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეთანხმება რომელიც ორივე მხარის მოთხოვნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად „შუა ხაზზე” შედგა, ნიშნავს, რომ ყველა ძალამ გადადგა საამისოდ ნაბიჯი.

„რეალურად შეთანხმება და გადაწყვეტილება შედგა სადღაც შუა ხაზზე. ოპოზიცია ითხოვდა სრულად პროპორციულს. შემდგომ ითხოვდა 130/20-ზე განაწილებას. ხელისუფლება ამბობდა 100/50-ზე განაწილებას და შემდეგ შეთანხმება იყო მიღწეული 120/30-ზე. ეს განაწილება არ არის ის, რასაც ითხოვდა ოპოზიცია და არ არის ის, რასაც თავაზობდა ხელისუფლება. მოხდა შეთანხმება და რადგან ეს შეთანხმება შუა ხაზზე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველამ გადავდგით ნაბიჯი და ჩამოვართვით ხელი”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები