პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

11.03.20 12:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19.

გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები