პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში შვედეთის და გერმანიის ელჩებს შეხვდა

11.03.20 12:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და საქართველოში შვედეთის სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ულრიკ ტიდესტრომსა და ჰუბერტ ქნირშს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„ელჩებმა მაღალი შეფასება მისცეს საარჩევნო სისტემის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. მათი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველო ინარჩუნებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს მათი აქტიური ძალისხმევისათვის ამ პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის (COVID19) გავრცელების საკითხს. გაიცვალა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში, გერმანიასა და შვედეთში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები