პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი: სააკაშვილმა 2008 წელს პირობა დაარღვია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა

11.03.20 12:40


“საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიცემული პირობა დაარღვია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო ძალას არ გამოიყენებდა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “ტასს”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“საკითხზე მასთან ბევრჯერ გვისაუბრია, ჯერ კიდევ, როცა ის პრეზიდენტი იყო. ვთხოვე, არავითარ შემთხვევაში გადაწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი ძალისმიერი გზით და მან პირობა მომცა, რომ ამას არასდროს გააკეთებდა, მითხრა “არა, არა, ამას არასდროს ვიზამ!”, მაგრამ გააკეთა და მიიღო კიდევაც!”, – თქვა პუტინმა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებაზე საუბრისას რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს დიდი ნახტომით დაშორდა, “ჩვენი ბრალი არ არის. მადლობა მიხეილ ნიკოლაევიჩს უთხრან”.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები