პოლიტიკა

საპატრიარქო მზადაა, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს - სადეზინფექციო სამუშაოები მალე დაიწყება

11.03.20 13:40


საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მოლოდინის რეჟიმშია და კომპანიების წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციას ელოდება, ეკლესიათა დეზინფექციის პროცესის დაწყების მიზნით:

„საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელის კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას.

როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, ამასთან, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, რომ საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები