პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - რეგიონებში გადათამაშება მოვახერხეთ და თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქი იქნება

11.03.20 16:40


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვა რეგიონებში გადათამაშება მოხდა და თბილისში შვიდის ნაცვლად, რვა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დამატებით რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი და კანონპროექტი დაახლოებით ერთ საათში მზად იქნება.

მისი ინფორმაციით, დღეს დილით, ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც თითოეული რეგიონისა და ოლქის საკითხი გაიარეს.

„ყველა საკითხზე პრინციპულად შევთანხმდით, რამდენიმე ტექნიკური დეტალია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. ოლქების განაწილებაზე პრინციპულად შეთანხმებული ვართ, მათ შორის იმაზე, თბილისს და რეგიონებს თუ რამდენი მანდატი ეკუთვნის. სხვა რეგიონებში გადათამაშება მოვახერხეთ და თბილისში რვა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.

თბილისში არის ექვსი შედარებით მსხვილი ადმინისტრაციული რაიონი, არის შედარებით ოთხი მცირე რაიონი და მოხდება ოთხი რაიონის დაწყვილება“ ,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად საუბარი იყო თბილისის შვიდ მაჟორიტარულ ოლქად ჩამოყალიბებაზე, რასაც ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ მმართველი პარტია ოლქების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობდა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები