პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს შეხვდა

11.03.20 17:40


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაშია თანამომხსენებელი ტიტუ კორლატეანი (რუმინეთი, სოციალისტების ჯგუფი) და აღნიშნული კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი. ირაკლი კობახიძემ მათთან შეხვედრის მიზნებზე ისაუბრა.

„შევხვდით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს ამზადებს.

მასში აისახება ბუნებრივია ყველაფერი, რაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, იქნება საუბარი საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე, იქნება საუბარი ბუნებრივია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ყველა თემა იქნება ასახული ანგარიშში. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა ამ თემაზე. გავცვალეთ ინფორმაცია, ხედვები თითოეულ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ

მისივე თქმით, მომხსენებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს და მათ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასეს.

„ეს იყო პირველი თემა, რაზეც გვქონდა დეტალურად საუბარი. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს. ჩვენ მომხსენებელს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ. სასამართლოსთან დაკავშირებით მეოთხე ტალღის პაკეტზე იყო საუბარი, რომელიც დადებითად შეფასდა. ასევე, იყო საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურაზე.

საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ჩვენი საუბრის შედეგებს ვიხილავთ ანგარიშში, რომელიც მომზადდება მომხსენებლის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.




წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები