ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა

12.03.20 15:00


საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ყველაფერს გადაწყვეტს, თითოეულ ქვეყანაში რა ხანგრძლივობისა და სიმძიმის იქნება ეს პანდემია.

„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა.

იცით, რა ხდებოდა რუსეთში; იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე – ჩვენთან. შევხედავთ, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი.

ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვები, ეროვნულ ბანკსაც აქვს ხედვები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, არის სექტორთან დაკავშირებული ხედვები, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ზარალდება. მაგრამ ყველაფერს რა გადაწყვეტს, იცით? – რა ხანგრძლივობისა და სიმძიმის იქნება ეს პანდემია თითოეულ ქვეყანაში და გლობალურად. ეს არის გადამწყვეტი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები