ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარი გახდა

17.03.20 18:00


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0118 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0689 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3974 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3684

ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0290 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები