ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2 თვეში 6%-ით გაიზარდა

20.03.20 17:00


საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-თებერვალში $1.854 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია.

2 თვის ჯამში ექსპორტი 4.5%-ით $526 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 6.7%-ით $1.328 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ბრუნვის 43.2% $801 მლნ შეადგინა.

ყველაზე მეტი - $90 მლნ-ს ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 55%. რეკორდულად 208%-ით $65 მლნ-მდე გაიზარდა ექსპორტის მოცულობა ჩინეთში, რუსეთში კი 26%-იანი კლების შემდეგ $60 მლნ-მდე შემცირდა.

საექსპორტო პარტნიორების ათეულში მოხვდა ასევე: ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, აშშ, შვეიცარია და საამიროები. პირველი 10 სახელმწიფოდან 5 მათგანში ექსპორტი გაიზარდა, 5-ში კი შემცირდა.

იმპორტის მხრივ პირველ ადგილზე 9.2%-იანი ზრდის შემდეგ, $215 მლნ-ით ისევ თურქეთია. მეორე ადგილს 13.6%-იანი ზრდის შემდეგ $139 მლნ-ით რუსეთი იკავებს. 7.8%-იანი ზრდის შემდეგ, $135 მლნ-ით აზერბაიჯანი მესამე ადგილზეა. პირველ ათეულში ასევე შედის: ჩინეთი, აშშ, გერმანია, სომხეთი, უკრაინა, იტალია და საამიროები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები