ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი - ღიად გეტყვით, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე არის საუბარი

23.03.20 10:30


ღიად გეტყვით, არის მაგალითად, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე საუბარი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ კრიზისი, რომელიც შეიძლება ორი თვე გაგრძელდეს, შეამსუბუქოს.

„ამ პერიოდში საუბარია სოციალური დაცვის მექანიზმებზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც უკიდურესად გაუჭირდებათ ცხოვრება, იმიტომ რომ ან სამსახური დაკარგა დროებით, ან შემოსავლის წყარო შეუმცირდა.

ამიტომ, ზუსტად, როდესაც კრიზისულ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ ბიუჯეტზე ვმუშაობთ და დღესაც, ამ შეხვედრის მერე უნდა გადავაწყოთ ბიუჯეტი ამ სულისკვეთებით, ამ ფილოსოფიით, უნდა გადაეწყოს ბიუჯეტი, რომ პერიოდში, რომელიც შეიძლება ორი თვე გაგრძელდეს, რა შეიძლება სოციალური დაცვის მექანიზმები შეიქმნას. არის სხვადასხვა ვარიანტები.

ღიად გეტყვით, არის მაგალითად, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე საუბარი, რომლითაც შეიძლება შეამსუბუქო. არის მეორე ნაწილი ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, რომ ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რომ მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“,-განაცხადა მაჭავარიანმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები