პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

23.03.20 17:40


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გაგრძელებას.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები