პოლიტიკა
24.03.20 14:40
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების მიმართულებით სახელმწიფოს ზრუნვის მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ.
"რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ საგადასახადო წნეხი, თუმცა, კრიზისი იმდენად მასშტაბური და გლობალურია ვერ გამოვრციხავთ, რომ იქნება ადამიანების ნაწილი, ვინც კორონავირუსის გამო სამუშაოს დაკარგავს", — განაცხადა თურნავამ.
თურნავას თქმით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
"ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან. ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ეს პროგრამა საჯარო გახდება. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი დახმარების ობიექტი ეს არის ის ბიზნესები, რომლებიც ამ დახმარების ფარგლებში შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ჩვენ ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ტურიზმის ინდუსტრიას, მათ აიღეს ვალდებულება, გარკვეული დროის განმავლობაში არ შეამცირონ პერსონალი და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას", — ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ფინანსურად იმ კომპანიებს დაეხმარება, რომლებიც მომუშავე პერსონალის მნიშვნელოვან რაოდენობას შეინარჩუნებს.
"ანუ ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და მეორე მიმართულება არის ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ შეინარჩუნებენ სამსახურს."
მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა 13 მარტს გამოქვეყნდა. მთავრობის გეგმა სხვა ნაბიჯებთან ერთად, ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადებას გულისხმობს. ამის გარდა, მთავრობა დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც სავარაუდოდ ახალი ვალით დაფინანსდება.
წყარო : /www.tabula.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24