პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექდათვალიერების გაუვლელობაზე მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან

24.03.20 15:00


მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმები არ გამოიწერება.

„პირველ რიგში, ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალია ტექდათვალიერების მომსახურეობის სერვისები და ისინი ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, მაგრამ ეს იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები