საზოგადოება

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანის შემთხვევები ფიქსირდება

24.03.20 17:00


“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები დაფიქსირდა.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემოტანის შემთხვევები გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა.

„ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე – თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. ასევე, დაემატა აშშ-იდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები – ერთი შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. ასე რომ, გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევები და ჯერ ყველა მაქსიმალურად კონტროლდება“, – განმარტა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ორი ავსტრიის მოქალაქეა, რომლებიც სპეცრეისით სამშობლოში უკვე დააბრუნეს.

გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები