საზოგადოება

დღეს ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება

24.04.16 17:45


სპორტის სასახლეში დღეს მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით The Perfetto World Tour წარდგება.

კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან Perfetto - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: Terra Promessa, Più Che Puoi, Cose Della Vita, Più Bella Cosa, Adesso Tu, Se Bastasse Una Bella Canzone...

კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

“ კონცერტზე ყველაფერი კარგად იქნება და მხოლოდ საუკეთესო სიმღერებს ვიმღერებ. მაყურებელს გააჩნია, როგორ მიმიღებს. რა თქმა უნდა, მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა რამაზოტიმ გუშინ იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები