საზოგადოება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონი დაიხარჯება

25.03.20 11:45


თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში უნდა დასრულდეს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 24 მარტს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2020 წლის 20 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.

პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მზადაა. ტენდერის პირობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტებზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი, 2 წელია.

ჯერ არ არის დაზუსტებული თუ რა ფერის იქნება რეაბილიტირებული შენობა. პროექტში აღნიშნულია, რომ ფასადი პროექტის ავტორთან შეთანხმებული ფერის მიხედვით შეიღებება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები