საზოგადოება

სასიხარულო ინფორმაცია ინფექციურიდან: კორონავირუსისგან მეათე პაციენტიც გამოჯანმრთელდა

25.03.20 12:00


კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მიაწოდა.

როგორც ირკვევა, მეათე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ​73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები