მსოფლიო

აზერბაიჯანი სამედიცინო პირბადეების წარმოებას იწყებს

25.03.20 17:40


ახალი კორონავირუსის პანდემიის და საზღვრების ჩაკეტვის ფონზე, სამედიცინო პირბადეების წარმოებას აზერბაიჯანიც იწყებს.

აზერბაიჯანული გამოცემა Apa-ს თანახმად, 24 მარტს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ მამადოვმა განაცხადა, რომ წარმოება მარტის ბოლოდან დაიწყება.

მისი განცხადებით, გასულ თვეში ქვეყანაში ყოველდღიურად 200 000-210 000 სამედიცინო ნიღაბი იყიდებოდა, ახალი საწარმოც სწორედ ამ რაოდენობის ნიღბის დამზადებას გეგმავს.

9 მარტს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მილიონი პირბადე ჩამოართვეს „ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც სამედიცინო ნიღბებზე გაზრდილი მოთხოვნით ბოროტად სარგებლობდა და მაღალ ფასებში ყიდდა. ამასთან, ნიღბები ქვეყანაში კონტრაბანდულად შემოჰქონდა“. დაკავებულს შორის ირანის მოქალაქეებიც იყვნენ.

5 მარტს ეკონომიკის მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება პირბადეების გაყიდვაზე შეზღუდვებს აწესებდა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები