პოლიტიკა

პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის" ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა

26.03.20 10:00


საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ქართველ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მოაწერა.

ამასთან, ფონდის ხელმძღვანელმა, ნათელა მაჭავარიანმა საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები