პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - ევროკავშირის გადაწყვეტილება იმედით აღავსებს თითოეულ იმ ქვეყანას, რომელიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ესწრაფვის

26.03.20 10:30


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებას გამოეხმაურა.

„ვულოცავ ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილების მიღებას. ეს მართლაც ისტორიული მომენტია რეგიონისთვის და ის შედეგი, რომელიც იმედით აღავსებს ყველა ჩვენგანს, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოთა გაფართოებულ კავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის“, - წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროკავშირის საბჭომ, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები