პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით მთავრობას სამ რეკომენდაციას სთავაზობს

26.03.20 12:20


ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად გამოწვეულ კრიზისზე „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვაშაძის განცხადებით, მთავრობა არ ასხივებს თავდაჯერებულობას, არ საუბრობს მწყობრ ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და ნაბიჯებზე, ხოლო სამთავრობო ბრიფინგებით ხალხს უფრო მეტად აბნევს.

„კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება კვლავ გრძელდება, რასაც მხოლოდ ეკონომიკური საფუძვლები ამ ეტაპზე ნამდვილად არ გააჩნია. იგი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული პანიკური მდგომარეობით. მთავარი კითხვაა რა იწვევს პანიკას?! პანიკა გამოწვეულია იმით, რომ მთავრობა არ ასხივებს თავდაჯერებულობას, არ საუბრობს მწყობრ ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და ნაბიჯებზე და უფრო მეტიც დაუსრულებელ სამთავრობო ბრიფინგებზე უფრო მეტად აბნევს ხალხს, რადგან მათი გზავნილები ან ეწინააღმდეგება ერთმანეთს ან არაფრის მთქმელია, რაც საზოგადოების თვალში ნიშნავს, რომ არ იცის მთავრობამ რა უნდა გააკეთოს.

ამას ადასტურებს ის, რომ სხვა ვალუტებთან შედარებით ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა. სომხური დრამი 3%, თურქული ლირა 5%, უკრაინული გრივნა 14%,რუსული რუბლი 20% ქართული ლარი 25%. მაგალითად არასწორად მიმაჩნია, როდესაც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი ჯერაც არ გააჩნია ქვეყანას და ახლა აპირებს შემუშავებას, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ჰაკატონს აცხადებს კრიზისის დაძლევის მექანიზმად, ანუ ეს ნიშნავს, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა კრიზისის დაძლევის სამპუნქტიანი რეკომენდაცია წარადგინა, რომელიც ბრიფინგების შემცირებას, მკაფიო გზავნილების მიწოდებას ყოველდღიურ რეჟიმში და მინიმუმ ერთკვირიანი ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას მოიცავს.

„შეზღუდეთ ბრიფინგების რაოდენობა ეკონომიკურ არასამედიცინო ბლოგში და გადადით საქმის კეთებაზე, ნუ ქმნით პანიკურ მდგომარეობას ბევრი ბრიფინგით.

მკაფიოდ განსაზღვრეთ ყოველი დღის მთავარი გზავნილები, გააკეთეთ დამაჯერებლად, რომ მოიპოვოთ ჩვენში ნდობა. გამორიცხეთ ურთიერთგამომრიცხავი გაუგებარი და არასწორი გზავნილები.

გამოდით და თქვით, როგორც მინიმუმ ერთკვირიანი ანტიკრიზისული გეგმა კონკრეტული ნაბიჯებით, რათა საზოგადოება ყოველ დღე კი არ ელოდოს თუ რა იქნება ახალი, არამედ როგორც მინიმუმ ვიცოდეთ შემდგომი დღეების განმავლობაში თქვენი ნაბიჯები.

ყოველთვის როცა საჯაროდ საუბრობთ იფიქრეთ, რომ თქვენ გისმენენ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესი. მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენ გაქვთ სტრატეგია, გეგმა და ხედვა რათა მოიპოვოთ ნდობა, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია "ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები