საზოგადოება
26.03.20 16:40
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უარს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია არასწორად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების არგათვალისწინებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმეს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.
“EMC-ს შეფასებით, სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს შეფასება, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დგინდებოდა მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, არ შეესაბამება რეალობას რამდენადაც, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები დეტალურად მიმოიხილავს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დადგენილ დიაგნოზს, დაავადების განვითარების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობის უპერსპექტივობას და მოსალოდნელ არაკეთილსაიმედო პროგნოზს.
ამასთან ერთად, სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა დაადასტურეს მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების შეუძლებლობა”, – წერია EMC-ს გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, წარდგენილ საჩივარში EMC უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს კანონის მოთხოვნებს და ხაზს უსვამს სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელობას აღნიშნული საქმის განხილვის პროცესში.
“მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად შეაფასოს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, მისცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება და გადაავადოს გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება”, – აცხადებს EMC.
ორგანიზაციისვე ინფორმაციით, EMC-ის 2020 წლის 12 თებერვლის წარდგენილი შუამდგომლობის თანახმად, მათ ითხოვეს განაჩენის აღსრულების გადავადება, რის საფუძველზეც სასამართლოს წარდეგინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
დასკვნის მიხედვით, ექპერტების დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და საჭიროებს აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენებას. როგორც EMC ამბობს, ამის მიუხედავად, სასამართლომ უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი მამალაძე სასჯელის მოხდის მიზნით კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა.
“სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფაქტი, რის გამოც უარი თქვა განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენებაზე.
ამგვარი შეფასების მიუხედავად, სასამართლომ არ უარყო, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და განმარტეს, რომ ზოგადად, ფსიქიატრიაში დამკვიდრებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით არ ხდება დაავადებების კატეგორიზაცია და ყველა დაავადება, მათ შორის, მამალაძისთვის დასმული დიაგნოზი ითვლება მძიმე დაავადებად.
ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც გიორგი მამალაძის ქცევა თითქოსდა ატარებდა დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.
სასამართლომ მიუთითა, რომ დასკვნა წინააღმდეგობაში იყო ექსპერტიზის სხვა დასკვნებთან და ამ დასკვნით დადგენილი გარემოებები ვერ იქნებოდა უტყუარი”, – წერია EMC-ის განცხადებაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. EMC-ის ცნობით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, გარდა ამისა, პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს მამალაძის შემთხვევის ადეკვატურ მართვას.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21
-
"ისტორიისა და იმედის დღეა" - ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს ულოცავს
15:2021.01.21
-
მაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15:0021.01.21
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
14:4021.01.21
-
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
14:2021.01.21
-
"ყველა, მინუს ელისაშვილი" - ოპოზიციის ახალი ფორმატი და სამოქმედო გეგმა
14:0021.01.21
-
„დეოკუპაციის საკითხი მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“ - ზალკალიანი
13:4021.01.21
-
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება
13:2021.01.21
-
13:0021.01.21
-
ვიმედოვნებ, ომის დაწყებაზე რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა - ანდრიუს კუბილიუსი
12:4021.01.21
-
12:2021.01.21
-
საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება
12:0021.01.21
-
"2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%"- პრემიერი
11:4521.01.21
-
11:3021.01.21
-
გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს
11:1521.01.21
-
განსხვავებული, ემოციური ადამიანია და თავისებურ სიგიჟეში აღმოჩნდა – მელია ელისაშვილზე
11:0021.01.21
-
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
10:4521.01.21
-
პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
10:3021.01.21
-
10:1521.01.21
-
10:0021.01.21
-
საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
18:0020.01.21
-
17:4020.01.21
-
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
17:2020.01.21
-
ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
17:0020.01.21
-
პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
16:4020.01.21
-
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე
16:2020.01.21
-
ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს
16:0020.01.21
-
15:3020.01.21
-
15:0020.01.21