პოლიტიკა

'აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული'- ჯანდაცვის მინისტრი

27.03.20 11:15


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა, ზუგდიდში პირბადეების დარიგების აქციას და აღნიშნა რომ დარღვეული იყო ის რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის პრევენციისთვისაა გაცემული.

მისივე თქმით მოსახლეობა მეტად უნდა იყოს ინფორმირებული თუ რა საფრთხის შემცვლელია პანდემიის გავრცელების დროს გაცემული რეკომენდაციების დარღვევა. თუმცა სახელმწიფო მოსახლეობის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

„COVID 19-ის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ უფლება არ გვაქვს ამით ვისარგებლოთ და ამასთან დაკავშირებით გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები. ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან მეც ვნახე ეს ვიდეოჩართვა - სახელმწიფო მათზეც ზრუნავს. ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე პირადად, ადგილზე ვნახავ. იქ მობილიზებული იქნება, საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. სამეგრელო, ზუგდიდი, ისევე, როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო, სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები