პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო - სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს

27.03.20 12:20


აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს „კოვიდ-19“-ის საფრთხეებთან ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოს ცნობით, უახლესი ტრენინგების ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა.

„ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები