პოლიტიკა

'განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, არ არის გამორიცხული 3 აპრილის მიღმაც ციხეებში გაგრძელდეს'-იუსტიციის მინისტრი

27.03.20 14:20


'დღეს შემიძლია მოგახსენოთ, რომ ორკვირიანი განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, არ არის გამორიცხული 3 აპრილის მიღმაც ეს პერიოდი ქართულ ციხეებში გაგრძელდეს,'- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულკიანი 3 აპრილამდე სასჯელაღსულების დაწესებულებში განსაკუთრებული პირობებით გააგრძელოს მუშაობას.

მისივე თქმით არსებულ ვითარებაში იკრძლება პაემნები პატიმრებთან.

ასევე ოჯახის წევრებს ექნებათ საშუალება თვეში 15 წუთის განმავლობაში ესაუბრონ პატიმრებს.

წულუკიანის განცხადებით ამ ეტაპზე მიმდიანრეობს სხვადახვა შეღავათების გატარება პატიმრების მიმართ რადგან არ მოხდეს დისკომფორტის შეგრძნება.

'19 მარტს ამოიწურა პენიტენციურ სამსახურში ის ორკვირიანი განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, რომელიც იუსტიციის მინისტრის ნებართვით პენიტეცნიური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა და 19 მარტსვე ეს პერიოდი გაგრძელდა 3 აპრილის ჩათვლით. დღეს შემიძლია მოგახსენოთ, რომ არ არის გამორიცხული 3 აპრილის მიღმაც ეს პერიოდი ქართულ ციხეებში გაგრძელდეს, ანუ ჩვენ გავაგრძელოთ განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა იმისთვის, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანები დარჩნენ ვირუსისგან მაქსიმალურად დაცული. როგორც იცით, განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია და აკრძალული რჩება პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი ჩვენს მსჯავრდებულებში, ასევე ნაწილობრივ ბრალდებულებში. ჩვენ შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით ამ დისკომფორტის ნაწილობრივი კომპენსირება მოვახერხეთ და 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში. ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაგრძელებთ მომავალშიც იმისთვის, რომ ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა რამენაირად კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები