საზოგადოება

თვითიზოლაციის წესის დარღვევს გამო 3 პირი 3-3 ათასით დააჯარიმეს და კარანტინში გადაიყვანეს

27.03.20 18:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო 3 პირი 3 000 ლარით დააჯარიმეს და საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს.

შემთხვევა იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიის რეგიონებში მოხდა.

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,“ – წერს უწყება.

საქართველოში 27 მარტის შუადღის მონაცემებით, კორონავირუსის 81 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია – 13. ეს ნიშნავს, რომ აქტიური პაციენტი ანუ ადამიანი, ვინც ახლა საავადმყოფოებში ვირუსს ებრძვის, არის 68.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები