საზოგადოება

"ექვსი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია, ესენი არიან ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები" - მარინა ეზუგბაია

30.03.20 12:20


კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათ ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

მისი თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არის ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები