პოლიტიკა

კახა კალაძე: დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს

30.03.20 13:40


„ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

თუ დამატებითი ღონისძიებები საჭიროება იქნება, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

„ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, რეისები განხორციელებულია. ვისაც სურვილი აქვს რა თქმა უნდა დაბრუნების, ეს პროექტი გაგრძელდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას - ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი დახმარებისა და ხელშეწყობის თხოვნის ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს. რეისები არსებობს, გუშინ, გუშინწინ ჩამოიყვანეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები