პოლიტიკა

რეხვიაშვილი: მარნეულსა და ბოლნისში არავითარი კრიზისი არ შექმნილა

30.03.20 15:40


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშილმა საკარნტინო ზონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არავითარი კრიზისი არ შექმნილა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს.

"აბსოლუტურად ნორმალურად მიდის ყველა პროცესი, ყველაფერი იმართება, არავითარი კრიზისი არ შექმნილა და არც აპოკალიფსი არ ყოფილა. ამას ხედავენ გარკვეული პოლიტიკური ძალები. მათ სქემაში ეტყობა არ ჯდება ეს და ამიტომ უნდათ ხელოვნურად გამოიწვიონ გარკვეული უკმაყოფილებები. სამწუხაროა, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა, დეზინფორმაციი გავრცელბა ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო", - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულში კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ორივე მუნიციპალიტეტი კი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები