პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა რთულ დროში საქართველოს გვერდში დგომისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა

31.03.20 11:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას "ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება. ზალკალიანი მადლობას უხდის ევროკავშირს ამ რთულ დროს საქართველოს გვერდში დგომისთვის.

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად,“ - წერს დავით ზალკალიანი.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები