პოლიტიკა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

31.03.20 13:20


თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები