პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?

31.03.20 13:40


"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მთავრობას შეახსენებს, რომ მოსახლეობა დიდი ხანია ანტიკრიზისულ გეგმას ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, კორონავირუსისგან დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და ასევე დაიცვას ის შიმშილისგან.

„სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! ჩვენი მოსახლეობის 2/3 ისედაც შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა, ახლა ამ ხალხს რას ვეუბნებით, რომ ოღონდ კორონავირუსი არ დაგემართოთ, მთავრობა კარანტინს ეფექტურად გამოაცხადებს, თქვენ კი სახლში დარჩით, არაფერი მოიმოქმედოთ და იშიმშილეთო?რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდეგ რა ელოდება, ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ ხედავს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება და მთავრობა ამისთვის საჭირო ღონისძიებებს გაატარებს. როდესაც კომპანიები ხალხს აფრთხილებენ, თუ კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდით დენის და გაზის მიწოდებას შეგიწყვიტავთო, როგორ ეტყვი ამ ადამიანებს რომ არ იმუშაონ და სახლში დარჩნენ. ვიმეორებ, მთავრობას შეუძლია და ვალდებულია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ყოველ დღე ველოდებით ანტიკრიზისულ გეგმას, თუმცა ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს.

შევახსენებ, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, როგორც კორონავირუსისგან დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასევე დაიცვას ის შიმშილისგან", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები