პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა

31.03.20 15:40


არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა, -ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ქართველმა ერმა არ უნდა დაივიწყოს ერთობის ძალა, „რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს“.

„რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე, თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.

საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70 წლიან საბჭოთა ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.

ნათელში იყოს მისი სული! ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები