პოლიტიკა
01.04.20 10:45
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფებისა და კერძო პირების ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “მსგავსი სახის უპასუხისმგებლო, არასერიოზული და აწყობილ სისტემაში დესტრუქციის შემოტანის ელემენტი სხვა არაფერს ემსახურება, თუ არა იმას, რომ საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს მთავრობის მიერ ძალიან კარგად დალაგებულ და გაწერილ პროცესს ხელი შეუშალოს”.
ამის შესახებ მინისტრმა POSTV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი არის ძალიან რთული და კომპლექსური. მისი თქმით, იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია, აუცილებელია ქვეყანაში შემომსვლელ ყველა თანამემამულეს ჰქონდეს შესაბამისი 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლის შესაძლებლობა.
„აქ ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ამიტომ, მსგავსი სახის ინიციატივები, იქნება ეს კერძო პირისგან, თუ პოლიტიკური პარტიის მხრიდან – ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზულია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ უკვე დალაგებული, აწყობილი და კარგად ორგანიზებული, კოორდინირებული სისტემა მოირღვევს და აქ პრობლემები შეგვექმნას. პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და ხელს ნუ შეგვიშლიან – ეს იქნება ჩვენი დახმარება და არა ის, რომ არაორგანიზებულად ათასობით ადამიანი უცბად ჩამოიყვანოთ და მათ არ ქონდეთ შესაბამისი საკარანტინო სივრცე და ვერ შეძლონ აუცილებელი პროცედურების გავლა. ერთ და ორ არაკონტროლირებად ადამიანსაც შეუძლია ისეთი ზიანი მიაყენოს ქვეყნას, რომელმაც შეძლება შემდგომ მოგვცეს ასი, ორასი, სამასი და მეტი დაინფიცირებული. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული შეცდომის დაშვების უფლება და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი შეგვეშალოს ამ პროცესში”, – აღნიშნა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოზე ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს პანდემიის გავრცელების ფონზე მსგავსი რაოდენობის და ასე ორგანიზებულად საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ქვეყანაში უკვე 4000 მოქალაქე დაბრუნდა და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სპეციალური ფონდის მეშვეობით, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დახმარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, მათ შორის, კერძო კომპანიებს. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე. „ჩვენი პარტნიორები ზუსტად ამას აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების, საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ქვეყანას აქვს სწორად გააზრებული, თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც მივყვებით. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ეტაპობრივად, ორგანიზებულად; ისე, რომ არავის პრობლემა არ შეექმნას, არც მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და არც მათ, ვინც სახლში დახვდებიან”, – აღნიშნა ზალკალიანმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24