საზოგადოება

ტიკარაძე: კორონავირუსის პიკურ სტადიას, შესაძლოა აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ

02.04.20 16:00


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, COVID- 19-ის პიკური სტადია შესაძლოა აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყოს.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლირებადია.

"მივყვებით დადებულ გეგმას, სიტუაცია დღეს კონტროლირებადია.

ვინაიდან ამ 10 ახალი პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა ან უკვე ცნობილი კლასტერია ან იმ საკარანტინო ზონებიდან არის, რომლებშიც განთავსებული არიან ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ რომ განგაშის ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან", - განაცხადა ტიკარაძემ სკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები