საზოგადოება

“მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, ჩააბაროს სისხლი”- იმნაძე

02.04.20 16:20


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია “ფორმულას” კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მათ მიერ მოძიებულ ლიტერატურაში ახალი კორონავირუსის სისხლით გადაცემის შემთხვევები არ ფიქსირდება.

თუმცა, მიუხედავად ამისა, იმნაძის თქმით, დონორებს, რომლებიცსისხლის ჩაბარების სურვილს გმაოთქვამენ, დამატებით კითხვარს ავსებინებენ COVID-19-ით ინფიცირების გამოსარიცხად:

“ჩვენებმა ლიტერატურას ძალიან კარგად გადახედეს. ჯერჯერობით, სისხლით გადაცემის პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში, რაც მათ მოიკვლიეს ლიტერატურაში არ მოიძებნა.

ყველა დონორი COVID-19-ის გარეშეც მკაცრ შემოწმებას გადის სანამ მოხედება მისგან სისხლის აღება. ეს გულისხმობს მის დეტალურ გამოკითხვას, შეფასებას მისი ჯანმრთელობის, სიცხის გმაოზომვას და ახლა დაემატა კიდევ კითხვები” – ამბობს იმნაძე.

იმნაძის თქმით, სისხლის მარაგები ქვეყანას ყოველთვის სჭირდება და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ დონორები, სისხლის ბანკებს მიმართონ:

“სისხლის პრობლემები იქმნება უკვე მარაგებში ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას ვისაც შეუძლია ჩააბაროს სისხლი. სისხლი როგორც ჩველებრივ მდგოამროებაში, ყოველთვის საჭიროა. მოვუწოდებ ჩვენ თანამსრომლებს ვინც არიან ჯანრმთელები და ფიზიკურად ამის შესაძლებლობა აქვთ კარგი იქნება სისხლს ტუ ჩავაბარებთ იმიტომ რომ ეს ქვეყანას ყოველთვის სჭირდება” – ამბობს იმნაძე.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები