საზოგადოება

როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის - მარინა ეზუგბაია

03.04.20 11:45


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსთ ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა შექმნილი არ არის.

მარინა ეზუგბაის თქმით, ეს ციფრები აბსოლუტურ ად მისაღებია და ნორმაში ეტევა და კატასტროფა არაა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ყველაფერი კონტროლირებადია.

„115-დან 148-ზე ასვლა არ არის დიდი ციფრი, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა, დიდი დანაკლისების გარეშე. თუ ასე შევინარჩუნებთ დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები აბსოლუტურად ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტორლირებადია და იმედია, რომ ასე დავამთავრებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები