საზოგადოება

ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს

03.04.20 12:40


რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს. მიზეზი რუსთავის საკრებულოს წევრის კოვიდ 19-ით ინფიცირებაა. როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" წევრი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ხალხმრავალ შეხვედრებში, დადიოდა საკრებულოს სხდომაზე და ერთ-ერთ ტაძარში ეზიარა კიდეც. ამასთან როგოირც ტაძარში ამბობენ, მათთან სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებული.

ოპოზიცია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ამბობენ, რომ საჭიროა ყველა კონტაქტი სიღრმისეულად შეისწავლონ.

მათი თქმით, "ოცნების" დეპუტატი, სანამ მას კლინიკაში გადაიყვავდნენ, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა.

ცნობილაია, რომ თავდაპირველად დეპუტატის დედა დაინფიცირდა, კოვიდ 19 დაუდგინდა მამაკაცის მამასაც.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები